ახალი ამბები
14 ნოემბერს რიკოთის გვირაბში მოძრაობა შეიზღუდება
FaceBook

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით,

თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 143-ე კმ-ზე მდებარე რიკოთის საავტომობილო გვირაბში,  პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით, 14 ნოემბერს, 08:00-დან 18:00 სთ-მდე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა იკრძალება.

 


სატრანსპორტო ნაკადის მოძრაობა განხორციელდება რიკოთის გვირაბის შემოსავლელ საავტომობილო გზაზე.

დროის ამ პერიოდში რიკოთის გვირაბის შემოსავლელ გზაზე, ორ სხვადასხვა ადგილზე უზრუნველყოფილი იქნება საბუქსირე მექანიზმების მორიგეობა.

აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით განხორციელდება.


1tv.ge

Print