ახალი ამბები
„არის სცენები, რომლებიც შეფასებულია გარყვნილებად"- მეუფე იოანე ლევან აკინის ფილმზე
FaceBook

ქუთაის-გაენათის ეპარქიის მმართველი, მეუფე იოანე "ქუთაისიპოსტთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში ლევან აკინის ფილმზე "და ჩვენ ვიცეკვეთ" საუბრობს.


მეუფე ამბობს, რომ ფილმი ისეთ სცენებს შეიცავს, რომლებიც შეფასებულია გარყვნილებად. მისი თქმით,  ფილმის ჩვენება აუცილებელი არ არის და ამ  ფორმით ახალგაზრდობის გარყვნა ხდება.

 

ლევან აკინის ქართულ-შვედური ფილმის  „და ჩვენ ვიცეკვეთ“ საპრემიერო ჩვენება მესამე დღეა საქართველოს კინოთეატრებში პროტესტის ფონზე მიმდინარეობს. გეი თემატიკაზე გადაღებული ფილმის პრემიერის ჩაშლას რადიკალური ჯგუფები რამდენჯერმე შეეცადნენ, თუმცა, ვერ მოახერხეს.



ქუთაის-გაენათის ეპარქიის მღვდელმთავართან, მეუფე იოანესთან ვრცელი ინტერვიუ, სადაც ის საუბრობს საპატრიარქოში  ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებზე,   გიორგი მამალაძის შეწყალებაზე, სასულიერო პირებში შესაძლო მამათმავლობასა და საქართველოსადმი რუსეთის დამოკიდებულებაზე, ნახეთ სამშაბათს, 12 ნოემბერს, 14 საათზე, საინფორმაციო საგენტო ქუთაისიპოსტზე (kutaisipost.ge)

Print