ახალი ამბები
წყალტუბოს არც ერთ სანატორიუმს და აბანოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი არ აქვს
FaceBook

წყალტუბოში არც ერთ სანატორიუმს და აბანოს  კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი  არ აქვს.


ამის შესახებ ქუთაისიპოსტს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოში განუცხადეს.


სააგენტოს წარმომადგენლის, ბექა ბარამიძის თქმით, წყალტუბოში არსებული ობიექტების  ძეგლის სტატუსის მისანიჭებლად წარდგენა მომავალ წელს იგეგმება.

„ინვენტარიზაცია გასულ წელს დაიწყო და ახლაც მიმდინარეობს. ვგეგმავთ, რომ სააღრიცხვო ბარათები წელს თუ არა მომავალ წელს უკვე გვქონდეს და კომპლექსურად წარვადგინოთეს შენობები  ძეგლის სტატუსის მისაღებად“,- ამბობს ბექა ბარამიძე.



მისი თქმით, იმ შემთხვევაში თუ ობიექტების  რეაბილიტაცია დაიწყება, მათი არქიტექტურული ღირებულებები შენარჩუნებული იქნება.


„სტატუსის არქონა პრივატიზაციის პროცესს, რა თქმა უნდა,  ხელს  ვერ შეუშლის, მაგრამ  თუ დაიწყება მათი რეაბილიტაცია, შენარჩუნებული უნდა იქნას მათი კულტურულ-არქიტექტურული ღირებულებები.

წყალტუბოში სანატორიუმებს და აბანოებს ბიძინა ივანიშვილი ყიდულობს.  ამის შესახებ  მან  განცხადება 29 ოქტომბერს გავრცელა.   

ვრცელ წერილში ნათქვამია, რომ პარტიის თავმჯდომარე წყალტუბოში 22 სანატორიუმსა და 9 აბანოს გამოისყიდის, თუმცა, რა ფასად გაასხვისებს სახელმწიფო უნიკალურ შენობებს, უცნობია.



ამავე თემაზე:

ბიძინა ივანიშვილი წყალტუბოს სანატორიუმებს ყიდულობს

Print