ახალი ამბები
ქუთაისელი კიკბოქსიორები შავი ზღვის თასის მფლობელები გახდნენ
FaceBook

ქუთაისელი კიკბოქსიორები შავი ზღვის თასის მფლობელები გახდნენ.

საერთაშორისო ტურნირი 21-23 ივლისს ურეკში მიმდინარეობდა. მასში 300-მდე სპორტსმენი საქართველოდან, თურქეთიდან, უკრაინიდან, ირანიდან, სომხეთიდან და აზერბაიჯანიდან მონაწილეობდა.

ტურნირში ა(ა)იპ ქუთაისის სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანების 12 წარმომადგენელი ჩაერთო მათგან 9 ოქროს 2 კი ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა.

პრიზიორ სპორტსმენებსა და მათ მწვრთნელს ალექსი თაბუკაშვილს ა(ა)იპ სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანების მმართველი კობა ფხაკაძე და მმართველის მოადგილე ზაზა გულბიანი შეხვდნენ.

Print