ახალი ამბები
გადათხრილი გზის საფარი და გადაადგილების პრობლემა ქუთაისში (ფოტო)
FaceBook
ორ თვეზე მეტია, რაც ქუთაისში გზის საფარის სარეკონსტრუქციო სამუშაოები მიმდინარეობს, რის გამოც ქალაქის ცენტრულური ქუჩები გადათხრილია. 


ქუთაისი, ლორთქიფანიძის ქუჩა


"მერიას შეეძლო უფრო გეგმაზომიერად დაეწყო სამუშაოები. ყველა ქუჩა ერთად გადათხარეს. ძალიან გვიჭირს ერთი ობიექტიდან მეორეზე მისვლა. დაკეტილ ქუჩებზე ტრანსპორტი არ მოძრაობს, ამიტომ ფეხით გვიწევს სიარული’’, - ამბობენ ქუთაისის მაცხოვრებლები.

ადგილობრივები ამბობენ, რომ  ქალაქში საქალაქო ტრანსპორტის მუშაობა ისედაც პრობლემუირ იყო და ახლა ამ გადათხრილი გზების გამო გაუარესებულია. 

"ერთი ადგილიდან მეორე ადგილზე რომ მიხვიდე ადრე თუ 15 წუტი უნდოდა ახლა 45 წუთი უნდა. ვინც ყველა ქუჩაზე გზის გადათხრა  მოიფიქრა ჭკუა  აქვთ თავში. როგორ შეიძლება  გზების ერთდროულად გადათხრა", - ამბობს ბესარიონ ვერულაშვილი.   



მიქელაძე მეველის ქუჩა


ქუთაისში გზის საფარი ნაწილს საგზაო დეპარტამენტი, ხოლო ნაწილს რეგიონალური განვითარების ფონდი ახორციელებს. 

მერიაში განმარტავენ, ერთდროულად ქუჩების  სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყება უბრალოდ დამთხვევაა. მერიის  ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი ბექა ყურაშვილის თქმით, ქუჩების უმეტესი ნაწილის რეაბილიტაციას აგვისტოს ბოლოს დაასრულებს.

"უბრალოდ, ისე გამოვიდა, რომ საგზაო დეპარტამენტი ცალკე აკეთებს თავის მონახაზებს, ჩვენ ჩვენი მონახაზი გვქონდა. სწორედ, ეს არის მიზეზი იმისა, რომ ქუთაისში რამდენიმე ქუჩა ერთდროულად არის გადათხრილი. გზების რეკონსტრუქციისთცვის რეგიონული განვითარების ფონდიდან 10 მილიონი ლარი მივიღეთ და ამ თანხიტ 7-8 ქუჩის გზის საფარი ", - ამბობს ბექა ყურაშვილი. 


ლერმონტოვის ქუჩა



ავტორი: ლილე ბერაძე
Print