ახალი ამბები
შსს-მ ბაღდათის ყოფილი გამგებლის თვითმკვლელობაზე გამოძიება დაიწყო
FaceBook
ბაღდათის ყოფილი გამგებლის ირაკლი გეგეშიძის თვითმკვლელობის ფაქტს შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ.

უწყებაში განმარტავენ, რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

ბაღდათის ყოფილმა გამგებელმა ირაკლი გეგეშიძემ სიცოცხლე თვითმკვლელობით, მიმდინარე წლის 3 დეკემბერს, თბილისში, მის საცხოვრებელ ბინაში დასრულა.

გეგეშიძეს ბაღდათის გამგებლის პოსტი 2014 წელს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგად ერგო. ის მანამდე საჯარო სტრუქტურაში არ მუშაობდა და მხოლოდ ბიზნესსაქმიანობით იყო დაკავებული.

ირაკლი გეგეშიძე 2016 წლის 25 აპრილს დააკავეს. მას სასამართლო უწყება ბაღდათი-საკრაულას სამკილომეტრიანი გზის სარეაბილიტაცოდ გამოყოფილი თანხის გაფლანგვასა და სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავებოდა.


ამავე თემაზე:

ბაღდათის ყოფილმა გამგებელმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა

Print