ახალი ამბები
ბაღდათის ყოფილმა გამგებელმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა
FaceBook
ბაღდათის ყოფილმა გამგებელმა ირაკლი გეგეშიძემ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

ინფორმაციას ბაღდათის გემგეობაში ადასტურებენ.  მათივე ცნობით,, შემთხვევა მიმდინარე წლის 3 დეკემბერს, თბილისში, ირაკლი გეგეშიძის საცხოვრებელ ბინაში მოხდა.

გამგეობაში თვითმკვლელობის მიზეზებზე არ საუბრობენ და გამარტავენ, რომ ეს მათთვის უცნობია.

ირაკლი გეგეშიძეს ბაღდათის გამგებლის პოსტი 2014 წელს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგად ერგო. ის მანამდე საჯარო სტრუქტურაში არ მუშაობდა და მხოლოდ ბიზნესსაქმიანობით იყო დაკავებული.

ირაკლი გეგეშიძე 2016 წლის 25 აპრილს დააკავეს. მას სასამართლო უწყება ბაღდათი-საკრაულას სამკილომეტრიანი გზის სარეაბილიტაცოდ გამოყოფილი თანხის გაფლანგვასა და სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავება.

გეგეშიძის თვითმკვლელობის შესახებ ამ დრომდე განმარტებას არ აკეთებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში.


Print