ახალი ამბები
ქუთაისის მერმა შპს „ქართული ტრადიციები 2011“-ის ახალი ხელმძღვანელი წარადგინა
FaceBook
ქუთაისის მერმა, გიორგი ჭიღვარიამ, მერიის დაქვემდებარებაში არსებული შპს "ქართული ტრადიციების" ხელმძღვანელად ამავე სამსახურის თანამშრომელი, სოსო კუჭავა დანიშნა.
სოსო კუჭავა "ქართულ ტრადიციებში" დასუფთავების საპილოტე პორექტის ხელმძღვანელი იყო.

შპს-ს დირექტორის პოსტს ამ დრომდე კახა დალაქიშვილი იკავებდა, რომელმაც თანამდებობა პირადი განცხადების საფუძველზე, 1 დეკემბერს დატოვა. 

კახა დალაქიშვილი ქუთაისის მერიაშიც მუშაობდა. იგი მერიის საბინაო სამსახურის უფროსი იყო.
Print