ახალი ამბები
ქუთაისის მერიის ააიპ-ებში ხელმძღვანელების შეცვლა იგეგმება
FaceBook
ქუთაისის მერიის დაქვემდებარებაში არსებული ააიპ-ების უფროები შეიცვლებიან.

თუმცა, მერიაში არ აკონკრეტებენ რომელ ააიპ ორაგნიზაციებში იგეგმება საკადრო ცვლილებები.

"კვირის ბოლოს დავასახელებთ იმ ააიპ-ს და მათ ახალ ხელმძღვანელებს, სადაც განხორციელდება ცვლილება," - განმარტეს მერიის პრეს-სამსახურში.

მათივე თქმით, ხელმძღვანელები შეიცვლებიან მერიის ზოგიერთ სამსახურშიც. თუმცა, ამ თანამდებობებზე პირველი პირები კონკურსის წესით შეირჩევიან.

ამ დროისთვის თანამდებობა დატოვა ქუთაისის მერიის დაქვემდებარებაში მყოფი ააიპ "სპეციალური სერვისების" სამსახურის უფროსმა გელა გაგუამ. ის ზვიად მანდარიამ ჩაანაცვლა, რომელიც მოვალეობის შესრულებას უკვე შეუდგა.

2015-2017 წლებში ზვიად მანდარია შპს "საქართველოს მელიორაციის" ქვემო ქართლის რეგიონის დირექტორად მუშაობდა, 2006-2008 წლებში კი ქუთაისის საკრებულოს წევრი გახლდათ.

ქუთაისის მერიის დაქვემდებარებაში ამ დროისთვის სულ 15-მდე ააიპ ორგანზიაციაა.
Print