ახალი ამბები
სოციალურად დაუცველებს საახალწლო ნობათები 25 დეკემბრიდან დაურიგდებათ
FaceBook
ქუთაისში მცხოვრები სოციალურად დაუცველი ბენეფიციარებისთვის საახალწლო ნობათების გაცემა  25 დეკემბრიდან დაიწყება. ქუთაისის მერიის მიერ გამოცხადებული ტენდერი, რომელიც სოციალურად დაუცველი 2 000 ბენეფიციარისთვის სასურსათო ნობათების შეძენისთვის გამოცხადდა, დასრულდა.

სატენდერო დოკუმეტაციით, მოთხოვნილ ვალდებულელებს "შპს ტენდერი 123" შეასრულებს, რისთვისაც ის ქუთაისის მერიის ბიუჯეტიდან 49 980 მიიღებს.

"შპს ტენდერი 123" დირექტორის, ამირან ჩიტაშვილის თქმით, ამ დროისთვის იმ ადგილის შერჩევა მიმდინარებს, საიდანაც ბენეფიციარები კუთვნილი ნობათის წაღებას შეძლებენ.

"ვფიქრობთ, რომ ქუთაისში აღმაშენებლის ქუჩაზე იქნება ობიექტი გახსნილი. 3 მისამართი ვნახეთ და აქედან ერთ-ერთ უახლოეს დღეებში შევარჩევთ",  - ამბობს ჩვენთან საუბარში "შპს ტენდერი 123"- ის დირექტორი, ამირან ჩიტაშვილი.

ახალი წლისთვის ქუთაისში მცხოვრებ 2000 ბენეფიციარს გაყინული ქათამი, 2 კგ შაქარი, შედედებული რძე, ზეთი, 1 კგ შოკოლადის კანფეტი, მაიონეზი, კარაქი, 1 შეკვრა კვერცხი და 2 კგ პურის ფქვილი გადაეცემათ. კუთვნილი ნობათის მისაღებად ბენეფიციარებს დრო 25-დან 28 დეკემბრამდე აქვთ. 

საახალწლო ნობათების დარიგების პროგრამა ქუთაისის მერიამ 2016 წელსაც განახორციელა, სადაც 3 084 ბენეფიციარს სხვადასხვა სასურსათო პროდუქტი დაურიგდათ. რისთვისაც ქუთაისის მერიის ბიუჯეტიდან 71 500 ლარი დაიხარჯა.


Print