ახალი ამბები
სინოპტიკოსები დასავლეთ საქართველოში წვიმას და თოვლს პროგნოზირებენ
FaceBook
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში 4-5 დეკემბერს უნალექო და თბილი ამინდია მოსალოდნელი.
სინოპტიკოსების ინფორმაციით, ჰაერი დასავლეთ საქართველოს უმეტესად  14-20 გრადუსამდე გათბება. ხოლო,  6 დეკემბრის დღის მეორე ნახევრიდან სინოპტიკოსები ამინდის მკვეთრ გაუარესებას პროგნოზირებენ.

"6 დეკემბრეს ღამით მოხდება ტემპერატურის მკვეთრი დაკლება, ველოდებით ნალექს წვიმის სახით, ხოლო მთაში და მაღალ მთაში მოსალოდნელია თოვლი. ჰაერის ტემპერატურა მკვეთრად დაიკლებს და დაბლობში 4-9 გრადუსი სითბო, ხოლო მთაში +3 -3 გრადუსია მოსალოდნელი", - ამბობს გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების დეპარტამენტის  ხელმძღვანელი, დოდო გვაზავა.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოს დაბლობში 8 დეკემბრის ღამით შესაძლოა იყოს სუსტი თოვა. სინოპტიკოსები გამოდარებას 9 დეკემბრიდან პროგნოზირებენ.
Print