ახალი ამბები
კონფლიქტი მობილური ტელეფონის გამო დაიწყო - წყალტუბოში მოკლულის ბიცოლა
FaceBook
წყალტუბოს სოფელ ობშკვითში მოკლული  მოზარდის ბიცოლას განმარტებით,  ბიჭებს შორის კონფლიქტი მობილური ტელეფონის გამო დაიწყო.
მისი თქმით, დაკავებულმა მოკლულის ნაცნობს ტელეფონი მოპარა .ე.წ. საქმის გარჩევისას შელაპარაკება მოხდა და 17 წლის ბიჭი გულის არეში მიყენებული ჭრილობით გარდაიცვალა. ბიცოლა იხსენებს, რომ გარდაცვლილი სასაფლაოს ჭიშკართან დატოვეს. ცხედარი მეზობელმა აღმოაჩინა.

,,საღამოს გავიდა სახლიდან, დარეკეს ბავშვებმა იკამათესო. მერე მოვიდა პოლიციის თანამშრომელი, დაჭრა მოხდაო და ისიც არ ვიცოდი, საწყალი საავადმყოფოში გარდაცვლილა. 24 საათი ერთად იზრდებოდნენ,ძმაკაცები იყვნენ. თბილისში დააკავეს. როგორც კი ეს მოხდა,ალბათ პირდაპირ წავიდა თბილისში", - ამბობს გარდაცვლილის ბიძა.

არსებული ინფორმაციით, შემთხვევა სოფელში სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა.
წყალტუბოში 15 წლის მოზარდი მოკლეს.

უბედური შემთხვევა 3 დეკემბრის, ღამის საათებში მოხდა. დაახლოებით, 2 საათზე დაჭრილი ბიჭი ქუთაისის რეგიონულ კლინიკურ საავდმყოფოში მიიყვანეს. საავადმყოფოს დირექტორის, ირაკლი გოგივას თქმით, მოზარდს ჭრილობა გულში ჰქონდა მიყენებული.

საავადმყოფოში მიყვანისას ბავშვი უკვე გარდაცვლილი იყო.

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1999 წელს დაბადებული ი.ტ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 2 დეკემბერს წყალტუბოს რაიონის სოფელ ოფშკვითში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, დანით გულმკერდის არეში ერთიჭრილობა მიაყენა 2000 წელს დაბადებულ თ.ბ.-ს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

დაჭრილისაავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა ი.ტ. თბილისში დააკავეს.

გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 108-ე მუხლით, რაც 7-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს).




ამავე თემაზე:

წყალტუბოში მოზარდი მოკლეს

წყალტუბოში, მოზარდის მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

ექიმი: "ახალგაზრდა, რომ შემოიყვანეს სიცოცხლის ნიშნები არ აღენიშნებოდა"

წყალტუბოში მოკლული ახალგაზრდას ოჯახი დამნაშავის ლინჩის წესით გასამართლებას ითხოვს

Print