პოლიტიკა
პრემიერმა ეროვნულ ბანკს მოუწოდა, ფასების სტაბილურობისთვის მის ხელთ არსებული ყველა ინსტრუმენტი გამოიყენოს
FaceBook

პრემიერ - მინისტრმა გიორგი გახარიამ ეროვნულ ბანკს მოუწოდა, ფასების სტაბილურობისთვის მის ხელთ არსებული ყველა ინსტრუმენტი გამოიყენოს.


ამის შესახებ გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

„მინდა ეროვნულ ბანკს მოვუწოდო აქტიურად გამოიყენოს მის ხელთ არსებული ყველა ინსტრუმენტი ფასების სტაბილურობის და ინფლაციის თარგეთირების უზრუნველსაყოფად. ყველას კარგად გვესმის, რომ ყველამ კოორდინირებულად, ეროვნულ ბანკთან ერთად უნდა ვიმუშაოთ იმისთვის, რომ უზრუნველვყოთ, როგორც ეკონომიკური ზრდა მთავრობის მხრიდან, ასევე ინფლაციის ზღვრულის ნორმები, რომელიც ჩვენ გვქონდა წლის დასაწყისში დაგეგმილი და ფასების სტაბილურობა. ეს არის ჩვენი ძირითადი ამოცანა.

რა თქმა უნდა, ჩვენ, მთავრობის მხრიდან გადავდგამთ ყველა აუცილებ ნაბიჯს, თუმცა, ასევე მოვუწოდებთ ეროვნულ ბანკს გადადგას ის ნაბიჯები, რომელიც მისი კომპეტენციის ფარგლებშია“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.



interpressnews.ge

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განმარტებით,
ხელისუფლება გამჭვირვალობას ითხოვს მაშინ, როცა თავად გაუმჭვირვალეა.
13:52 / 13.04.2024
საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განმარტებით, ხელისუფლება გამჭვირვალობას ითხოვს მაშინ, როცა თავად გაუმჭვირვალეა.
''ჩვენი საქმიანობა აბსოლუტურად გამჭვირვალე, ლეგიტიმური და
დეკლარირებული იყო'',
18:51 / 08.04.2024
''ჩვენი საქმიანობა აბსოლუტურად გამჭვირვალე, ლეგიტიმური და დეკლარირებული იყო'',

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.