პოლიტიკა
განათლების სამინისტრომ სახელმძღვანელოების გრიფირების განახლებული კონცეფცია წარადგინა
FaceBook

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ ირინა აბულაძემ სახელმძღვანელოების გრიფირების განახლებული კონცეფცია წარადგინა.


მინისტრის მოადგილემ სახელმძღვანელოების გრიფირების პროცესში შესულ ცვლილებებთან დაკავშირებით ისაუბრა და აღნიშნა, რომ განათლების კომპლექსური რეფორმის ფარგლებში სასკოლო სახელმძღვანელოების ხარისხის გაუმჯობესებას ერთ-ერთი უმთავრესი როლი ენიჭება.

"გადავდივართ სახელმძღვანელოების რეფორმის შემდეგ ეტაპზე. დარწმუნებული ვართ, შემდეგი ეტაპი უზრუნველყოფს იმას, რომ სახელმძღვანელოები კიდევ უფრო მეტად გაუმჯობესდება შინაარსობრივი და ტექნიკური პარამეტრებით. ეს პროცესი და თავად სახელმძღვანელოები შესაბამისობაში მოვა რეფორმის მთავარი პროექტის "ახალი სკოლის მოდელის" კონცეფციასთან, რაც გულისხმობს მოსწავლეებში კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნების განვითარებას, სწრაფად ცვალებად გარემოში ადაპტირებას და რაც მთავარია, წიგნიერების დონის ამაღლებას", - აღნიშნა ირინა აბულაძემ.

მისი თქმით, გრიფირების საწყისი ეტაპიდანვე მუდმივად იქნება კონსულტაციები ავტორებთან და გამომცემლობებთან.

"ინტენსიური თანამშრომლობა გულისხმობს იმას, რომ მათ შესაძლებლობა ექნებათ გრიფირების გამოცხადებიდან 1 თვის ვადაში წარმოადგინონ სახელმძღვანელოს კონცეფცია. ნებაყოფლობითია ეს პროცესი და ეს კეთდება იმისათვის, რომ სამინისტრომ და შესაბამისმა ექსპერტებმა გამომცემლობებსა და ავტორებს გაუწიონ კონსულტაცია, რამდენად სწორად მიდიან პროცესის განვითარებისა და დასრულებისკენ, რეკომენდაციები მიეცემათ მათ, როგორც სტრუქტურული, ასევე შინაარსობრივი კუთხით", - განმარტა მინისტრის მოადგილემ.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანი სიახლეა მასწავლებლის წიგნთან მიმართებითაც.

„ვნახეთ, რომ მასწავლებლის წიგნი მაინც რჩება უფრო მეტად თეორიაზე ორიენტირებული და ნაკლებად შეიცავს მასწავლებლისთვის პრაქტიკულ კონკრეტულ სავარჯიშოებსა თუ სტრატეგიებს, როგორ გამოიყენოს მასწავლებელმა ეს სახელმძღვანელო სწავლებაში. შესაბამისად, ახალი გრიფირების პროცესში გაჩნდა მასწავლებლის წიგნის მიმართ მოთხოვნები, რომლებიც უკავშირდება იმას, რომ იქ უნდა იყოს არა თეორიული თავები მოცემული, არამედ კონკრეტული ნიმუშები, კონკრეტული დავალებები", - განაცხადა ირინა აბულაძემ.

მისივე ინფორმაციით, სახელმძღვანელოების შეფასების პროცესი წარიმართება 2 ეტაპად, ეს არის შინაარსობრივი და ტექნიკური რეცენზირება.

"ის სახელმძღვანელოები, რომლებიც შინაარსობრივ რეცენზირებას წარმატებით გაივლიან, ტექნიკური რეცენზირების პროცესში ინტენსიურად იმუშავებენ სამინისტროსა და მის წარმომადგენელ ექსპერტებთან“, - აღნიშნა ირინა აბულაძემ.

მისივე ინფორმაციით, ხარისხის გაუმჯობესების მიზნით ავტორებისთვის გამკაცრდა ხარისხზე მოთხოვნა - ბარიერი 79%-დან გაიზარდა 90%-მდე, თუმცა მათი მხარდაჭერისთვის გაორმაგდა საბაზისო და ელექტრონული რესურსისთვის გასაცემი ერთჯერადი ჰონორარები. ასევე, გაიზარდა მოსწავლის წიგნის ნაბეჭდი ეგზემპლარისთვის გასაცემი ჰონორარი.

ირინა აბულაძის თქმითვე, სახელმძღვანელოს კიდევ უფრო მაღალი სტანდარტის მისაღწევად, შეიცვალა ხარისხისა და ფასის პროპორცია, 90/10 %-ის ნაცვლად, ხარისხს ექნება 95% წილი, ხოლო ფასს - 5 %.

"სახელძღვანელოების ხარისხის გაზრდის მიზნით, ასევე გაიზარდა სახელმძღვანელოს შექმნის, რეცენზირების და შინაარსობრივი დახვეწისთვის მოცემული დრო და შესაბამისად, გრიფირების მინიჭების შესახებ გადაწყვეტილების საბოლოო ვადად განისაზღვრა 2020 წლის 19 ივნისი", - განმარტა მინისტრის მოადგილემ.

მისივე განმარტებით, სკოლების მიერ სახელმძღვანელოების შერჩევა განხორციელდება 22 ივნისიდან 5 ივლისის ჩათვლით.

ამასთან, 2019-2020 წელს გრიფირება შეეხება შემდეგ სახელმძღვანელოებს: VIII კლასის ყველა სახელმძღვანელო (სულ 17 საგანი); დაწყებითი საფეხურისა და VII კლასის ზოგიერთ სახელმძღვანელო: დაწყებითი, IV-VI კლასები - ქართული, როგორც მეორე ენა და ფრანგული ენა; VII კლასი - ფიზიკური აღზრდა და სპორტი, ფრანგული ენა, რუსული ენა.

interpressnews.ge/ka/article/567355-ganatlebis-ministris-moadgilem-saxelmzgvaneloebis-gripirebis-ganaxlebuli-koncepcia-caradgina" target="_blank">interpressnews.ge

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატი ზაზა ლომინაძე ქუთაისში მესამე
სექტორისა და მედიის წარმომადგენლების მოწვევას იღებს.
18:26 / 23.04.2024
ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატი ზაზა ლომინაძე ქუთაისში მესამე სექტორისა და მედიის წარმომადგენლების მოწვევას იღებს.
''ამ კანონს ვეტოს ნამდვილად დავადებ,'' - ამის შესახებ საქართველოს
პრეზიდენტმა, სალომე
ზურაბიშვილმა რუსული კანონის მიღების შემდეგ განაცხადა.
16:59 / 17.04.2024
''ამ კანონს ვეტოს ნამდვილად დავადებ,'' - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა რუსული კანონის მიღების შემდეგ განაცხადა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.