პოლიტიკა
ქუთაისის მერია: ქალაქში რამდენი აივანია ყველას მდგომარეობა ჩვენ არ დაგვესიზმრება
FaceBook

ქუთაისის მერია ხარებავას ქუჩაზე, აივნის ჩამონგრევის შედეგად  ქალბატონის  გარდაცვალების ფაქტზე პასუხისმგებლობას ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობას აკისრებს.


საბინაო ინფრასტრუქტურის მართვისა და განვითარების სამსახურის  უფროსი ჯონი არაბიძე  აცხადებს, რომ  ხარებავას ქუჩაზე აივანის მდგრადობა  შემოწმებული არ იყო, რადგან ეს  მერიის პრეროგატივა არ არის. 

"ვის უნდა შეემოწმებინა ეს აივანი?  ეს  მერიის პრეროგატივა არ არის, არასწორად სვამთ საკითხს.  რაც კი კორპუსებია ქალაქში ეს არის კერძო საკუთრება და ამას არეგულირებს კანონი. ეს გვაქვს   ბევრჯერ ახსნილი ბინათმესაკუთრეებისთვისაც. მაგარამ, იმის გამო რომ გარდამავლი პერიოდია და ხალხი ჯერ კიდევ  ვერ მიეჩვია ამას, ჩვენ თვითმმართველობა ვეხმარებით და ხელს ვუწყობთ.  ასევე, გვაქვს  სხვადასხვა პროექტები, რომელიც თანადაფინანსებით ხორციელდება.

ეს კონკრეტული შემთხვევა, რაც მოხდა,  ის შენობა იყო 70 -იან წლებში აგებული  საერთო საცხოვრებელი, ეს აივნები არის ძველი ამორტიზირებული, მიდგმული  და არა შენობაში ჩაშენებული, რომელიც ყოფილა დამზადებული მასალით. ამ კორპუსიდან არავის მოუმართავს,  ქალაქში რამდენი კორპუსია და რამდენი აივანი ყველას მდგომარეობა ჩვენ ხომ არ დაგევსიზმრება, მოსახლოებამ უნდა შემოიტანოს განაცხადი", -  აცხადებს ჯონი არაბიძე.  

ქუთაისში, ხარებავას ქუჩაზე მესამე სართულის აივანი იმ დროს ჩამოინგრა, როდესაც მასზე ასაკოვანი ქალბატონი იდგა. მომხდარის შედეგად ქალი მძიმედ დაშავდა. იგი სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა საავადმყოფოში გადაიყვანა, მაგრამ მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

ფაქტზე შსს-მ გამოძიება სისიხლის სამართლის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატი ზაზა ლომინაძე ქუთაისში მესამე
სექტორისა და მედიის წარმომადგენლების მოწვევას იღებს.
18:26 / 23.04.2024
ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატი ზაზა ლომინაძე ქუთაისში მესამე სექტორისა და მედიის წარმომადგენლების მოწვევას იღებს.
''ამ კანონს ვეტოს ნამდვილად დავადებ,'' - ამის შესახებ საქართველოს
პრეზიდენტმა, სალომე
ზურაბიშვილმა რუსული კანონის მიღების შემდეგ განაცხადა.
16:59 / 17.04.2024
''ამ კანონს ვეტოს ნამდვილად დავადებ,'' - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა რუსული კანონის მიღების შემდეგ განაცხადა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.