პოლიტიკა
"ასეთ მიხტომებს 90-იან წლებშიც არ ვკადრულობდით" - გოგი წულაია (ვიდეო)
FaceBook
პარტია "თავისუფალი საქართველოს" თავმჯდომარის მოადგილის გოგი წულაიას თქმით,  ის რაც დღეს ქვეყანაში და ქუთაისში ხდება, მსგავსი მიდგომა ხელისუფლებას 1990-იან წლებშიც არ ჰქონია.

"ასეთ მიხტომებს მაშინ არ ვკადრულობდით. ქუთაისია ბოლო-ბოლო. ხელისუფლება ხალხს იყენებს ხალხთან საბრძოლველად," - განაცხადა გოგი წულაიამ, მას შემდეგ, რაც პარტიის ოფისთან "ქართული ოცნების" მხარდამჭერები მივიდნენ და ოპოზიციის წინააღმდეგ აქცია გამართეს. 


პარტია "თავისუფალი საქართველოს" ოფისთან "ქართული ოცნების" მხარდამჭერებმა აქცია დღეს იმ დროს გამართეს, როდესაც იქ 12 ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. ოპოზიცია 6 დეკემბერს, ქუთაისში ჩანიშნული აქციას დასაგეგმად იყო შეკრებილი. 

აქციის მონაწილეების თქმით, ოპოზიცია ბევრს არ უნდა ბედავდეს და მხოლოდ სკამების დასაკუთრებაზე არ უნდა ფიქრობდეს.


ქუთაისში, ოპიზიციური პარტიების ოფისებზე პირველი თავდასხმა 29 ნოემბერს მოხდა. "ნაციონალური მოძარობის" ოფისთან "ქართული ოცნების"  წევრები და მხარდამჭერები,  ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად მივიდნენ და ოფისს კვერცხები დაუშინეს. მათ შენობასთან ცოცხებიც მიიტანეს.

მანამდე "გაერთიანებული ოპოზიციის"წარმომადგენლებმა "ქართული ოცნების"ოფისი დააბოქლომეს,რასაც ადგილზე ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა. ინციდენტის დროს დაიმსხვრა პარტიის შენობაში არსებული შუშა.


მომხდარიდან მეორე დღეს, 30 ნოემბერს, "ქართული ოცნების" ოფისში დახურული თათბირი გაიმართა. შენობაში იმყოფებოდნენ მერიის ააიპებისა და მუნიციპალიტეტების თანამშრომლები, ასევე, საკრებულოს დეპუტატები.

შეხვედრიდან გამოსულები ქუთაისიპოსტთან საუბარში ამბობდნენ, რომ შტაბში ერთმანეთის მოსანახულებლად იმყოფებოდნენ. თუმცა, სწორედ შეხვედრიდან მეორე დღეს, 1 დეკემბერს, "ქართული ოცნების" აქტივისტებმა ოპოზიციას აქცია კვლავ მოუწყვეს. ქართული ოცნების აქტივისტებმა ,გაერთიანებული ოპოზიციის და "ნაციონალური მოძრაობის" ოფისებს კვერცხები და ცოცხები ესროლეს.

Print