პოლიტიკა
"ჩემთვის მთავრობა ივანიშვილის მთავრობაა" - "ოცნების" აქცია ოპოზიციის ოფისთან
FaceBook
ამ წუთებში, ქუთაისში, პარტია "თავისუფალი საქართველოს" ოფისთან  ოფისთან პოლიციაა მობილიზებული.  ადგილზე "ქართული ოცნების" მხარდამჭერები აქციას მართავენ.

აქციის მონაწილეების თქმით, ოპოზიცია ბევრს არ უნდა ბედავდეს და მხოლოდ სკამების დასაკუთრებაზე არ უნდა ფიქრობდეს.

"თავისუფალი საქართველოს" ოფისთან პოლიციაა მობილიზებული.

"ესენი აკნინებენ საქართველოს. ჩემთვის მთავრობა ბიძინა ივანიშვილის მთავრობაა",- ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე, მალვინა კოხოძე.

ქუთაისში, ოპიზიციური პარტიების ოფისებზე პირველი თავდასხმა 29 ნოემბერს მოხდა. "ნაციონალური მოძარობის" ოფისთან "ქართული ოცნების"  წევრები და მხარდამჭერები,  ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად მივიდნენ და ოფისს კვერცხები დაუშინეს. მათ შენობასთან ცოცხებიც მიიტანეს.

მანამდე "გაერთიანებული ოპოზიციის"წარმომადგენლებმა "ქართული ოცნების"ოფისი დააბოქლომეს,რასაც ადგილზე ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა. ინციდენტის დროს დაიმსხვრა პარტიის შენობაში არსებული შუშა.


მომხდარიდან მეორე დღეს, 30 ნოემბერს, "ქართული ოცნების" ოფისში დახურული თათბირი გაიმართა. შენობაში იმყოფებოდნენ მერიის ააიპებისა და მუნიციპალიტეტების თანამშრომლები, ასევე, საკრებულოს დეპუტატები.

შეხვედრიდან გამოსულები ქუთაისიპოსტთან საუბარში ამბობდნენ, რომ შტაბში ერთმანეთის მოსანახულებლად იმყოფებოდნენ. თუმცა, სწორედ შეხვედრიდან მეორე დღეს, 1 დეკემბერს, "ქართული ოცნების" აქტივისტებმა ოპოზიციას აქცია კვლავ მოუწყვეს. ქართული ოცნების აქტივისტებმა ,გაერთიანებული ოპოზიციის და "ნაციონალური მოძრაობის" ოფისებს კვერცხები და ცოცხები ესროლეს.
Print