პოლიტიკა
პერფომანსი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოსთან (ვიდეო)
FaceBook
მოძრაობა “გაბედეს” ქუთაისის წარმომადგენლებმა, სააპელაციო სასამართლოსთან ბიძინა ივანიშვილის გამოსახულებით თოჯინა მიიტანეს.
თოჯინას სიმბოლურად “გადამგდები” აწერია.



"ეს არის მოკლეფეხებიანი, გადამგდები, მატყუარა ბიძინა, ჩვენ ბიძინას თოჯინა სიმბოლურად სააპელაციო სასამართლოსთან მოვიტანეთ, იმიტომ რომ სასამართლო გადაიქცა ივანიშვილის ტყუილის ორგანოდ, ყველა გაიგებს ვინც აქ მოვა, რომ ტყუილს მოკლე ფეხები აქვს, 2012 წლის შემდეგ ბიძინა ყოველთვის ტყუილებს ამბობს, სახელი ბიძინა ნიშნავს ტყუილს", - ამბობენ  "გაბედეს” აქტივისტი, გაგი ახალაძე.


20 ივნისს, „გავრილოვის ღამეს“, დემონსტრანტების სისხლიანი დარბევის შემდეგ, პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი ხალხს დაჰპირდა, რომ 2020 წლის არჩევნები პროპორციული სისტემით ჩატარდებოდა.

14 ნოემბერს, პლენარულ სხდომაზე დეპუტატებმა პროპორციული საარჩევნო სისტემის შესახებ ინიცირებული კანონპროექტი, რომელსაც საზოგადოება საკუთარ მონაპოვრად მიიჩნევდა, ჩაადგო. შედეგად, უმრავლესობა 12-მა დეპუტატმა დატოვა, ხოლო ოპოზიცია გაერთიანდა სლოგანით „ყველა ერთის წინააღმდეგ“.

თბილისსა და დედაქალაქებში ხელახლა დაიწყო საპროტესტო აქციები. ევროპელმა და ამერიკელმა პოლიტიკოსებმა ეს დემოკრატიის გზაზე უკან გადადგმულ ნაბიჯად შეაფასეს. ხელისუფლება ამბობს, რომ პროპორციული საარჩევნო სისტემა მხოლოდ 2024 წელს ამოქმედდება.
Print