პოლიტიკა
„თუ კვერცხის და ცოცხის ფული  გაქვთ, ხალხს დაურიგეთ” -გოგი წულაია
FaceBook

პარტია ,,თავისუფალი საქართველოს” ქუთაისის ორგანიზაცია „ნაციონალურ მოძრაობასა“ და „ქართულ ოცნებას“ მოუწოდებს ხელი არ შეუწყონ ქვეყანაში დესტაბილიზაციას.


პარტიის თანათავმჯდომარემ  გოგი წულაიამ ქუთაისში ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით მერიის ადმინისტრაციულ შენობასთან ბრიფინგი გამართა. მისი თქმით, პარტიის ოფისებზე ურთიერთთავდასხმა ხელს უწყობს ვითარების დაძაბვას.


,,ხალხს იყენებს ხელისუფლება.  ხელისუფლებაში იმიტომ გირჩევენ რომ ხალხი დაიცვა და ჩემი დასაცავი თუ ხარ,  რაღად გინდა სკამი?    მე კიდევ ერთხელ ვაფრთხილებ  „ნაციონალურმა მოძრაობას“ და „ქართულ ოცნებას“:  ქარის დამთესი ქარიშხალს მოიმკის.  ახლა იარაღი გავარდება - არ გავარდება,  ხელისუფლებაზეა დამოკიდებული.  როცა ეგზალტირებული ადამიანი მიგყავს ქაოსში,  არავინ იცის რა მოხდება.  დაანებეთ თავი სამოქალაქო ომს, თუ კვერცხის და ცოცხის ფული გაქვთ, გაჭირვებულ ხალხს დაურიგეთ” -, განაცხადა გოგი წულაიამ.


ქართული ოცნების აქტივისტებმა და  ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა  ოპოზიციური პარტიების ქუთაისის
ოფისებზე იერიში ორჯერ მიიტანეს. მათ  „გაერთიანებული ოპოზიციისა“ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ შენობებს  კვერცხები და ცოცხები დაუშინეს.

Print
თეგები: #გოგი წულაია