პოლიტიკა
როგორი ამინდია მოსალოდნელი დასავლეთ საქართველოში კვირის განმავლობაში
FaceBook
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2 დეკემბერს, იმერეთის რეგიონში საღამოს საათებიდან გამოიდარებს.
ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა იმერეთის რეგიონსა და მათ შორის დასავლეთ საქართველოში 2-4 0-ია მოსალოდნელი. მთიან რაიონებში -3-2. 

"3 დეკემბრიდან უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 12-140 იქნება. 4-5 დეკემბრიდან გაწვიმდება ისევ. მაღალ მთაში მოთოვს. ჰაერის ტემპერატურა დაიკლებს და 8-100 იქნება",- ამბობს გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, დოდო გვაზავა.

სინოპტიკოსების ცნობით, 6 დეკემბრიდან 8-ის ჩათვლით გამოიდარებს და ტემპერატურა 12-140-მდე იქნება. 

7 დეკემბერს გაძლიერდება აღმოსავლის მიმართულების ქარი.
Print