პოლიტიკა
"ოცნების" აქტივისტები "ნაციონალების" ოფისში შეჭრას ცდილობენ
FaceBook
"ნაციონალური მოძრაობის" ოფისთან შეკრებული "ქართული ოცნების" აქტივისტები და მხარდამჭერები ოპოზციის ოფისში შეჭრას ცდილობენ, სადაც პარტიის ერთ-ერთი ლიდერი გრიგოლ ვაშაძე იმყოფება.

ოფისში შესვლის შესაძლებლობას "ოცნების" მხარდამჭერებს ადგილზე მობილიზებული პოლიცია არ აძლევს.

,,მონები, ქატმები “ - ამ შეძახილებით სკანდირებენ ისინი.

"არა მიშას" - ამ მოწოდებით "ოცნება" ნაციონალებს აქციას უწყობს. "ოცნების" აქტივისტებმა მსვლელობა თეთრი ხიდიდან დაიწყეს. "დემიშიზაცია ქუთაისიდან იწყება” - სკანდირებდნენ ისინი.

Print