პოლიტიკა
დააკავეს მძღოლი, რომელმაც ზესტაფონში ავარიისას პატრული იმსხვერპლა
FaceBook

შს სამინისტროს ცნობით, დააკავეს კაცი, რომელმაც ზესტაფონში ავტოსაგზაო შემთხვევის დროს საპატრულო პოლიციის თანამშრომელი იმსხვერპლა.


არსებული ინფორმაციით, 35 წლის პატრულ-ინსპექტორი მანქანიდან იყო გადმოსული, როდესაც მას მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა.

სამართალდამცველი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის მე-2 და მე-6 ნაწილით დაიწყო.


ზესტაფონში ორი დღის წინ საპატრულო პოლიციის თანამშრომელს ავტომანქანა დაენახა, რის შედეგადაც დაშავებული გარდაიცვალა.



Print