პოლიტიკა
ქუთაისში, აქციის ახალგაზრდა მონაწილეებს, ქალმა "მიშას გოშიები" უწოდა
FaceBook
ქუთაისის მერიის წინ,  ახალგაზრდების მიერ ორგანიზებული  აქცია დღესაც დაძაბულობის ფონზე მიმდინარეობს.
აქციის  მონაწილეებთან ამჯერად ქალბატონი მივიდა და მათ სააკაშვილის "გოშიები" უწოდა, რასაც სიტყვიერი დაპირიპირება მოყვა.  

აქციის მონაწილეებმა მომხდარი პროვოკაციად შეაფასეს და განაცხადეს, რომ ისინი არც ერთ პარტიას არ ეკუთვნიან და ქვეყნის ინტერესებს ემსახურებიან. 


ინციდენტის შემდეგ აქციის ორგანიზატორებმა იმ ადამიანების სახელები და გვარები წაიკითხეს, რომლებმაც მათი თქმით, გუშინდელ აქციაზე პროვოკაცია მოაწყვეს. მათი უმრავლესობა მერიის აიპების თანამშრომლები არიან.

აქციის ორგანიზატორებმა პროვოკაციის დამკვეთად იმერეთის ყოფილი ვიცე-გუბერნატორი, გრიგოლ დალაქიშვილი დაასახელეს. აქციას გუშინაც და დღესაც თვალყურს ადევნებენ საკრებულოს უმრავლესობის დეპუტატები კახა ბოჭორიშვილი და ამირან კოპალეიშვილი. ასევე, მერიის სპორტულ დაწესებულებათა ხელმძღვანელი, კობა ფხაკაძე.

აქციაზე მობილიზებული არიან სამართალდამცავები.
Print