პოლიტიკა
ფოტოკონკურს „ილო 2019“-ის გამაჯვებულები გამოვლინდნენ
FaceBook

ქუთაისში, მესხიშვილის თეატრის ფოიეში  ფოტოკონკურსის „ილო 2019“ გამარჯვებულების დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა.


ექვსკაციანმა ჟიურიმ 70 -მდე მონაწილის 300 ნამუშევრიდან  მათთვის ყველაზე საინტერესო გამოყო და  გამოავლინა გამარჯვებულები. ძირითად ნომინაციებში თემა თავისუფალი იყო. ამათ გარდა, იყო რამდენიმე ნომინაცია.

პირველი ადგილი მიაკუთვნეს გიორგი ცხელიშვილს.

მეორე ადგილი ნიკო მესხმა აიღო.

მესამე სოფიო ბუცხრიკიძეს ერგო.

ნომინაციაში „ჩემი ქალაქი“ უკრაინელმა მონაწილემ გაიმარჯვა.

ნომინაციაში „ჩემი ქუთაისი“ ჯილდო  აჩიკო გეგენავას ერგო.
გამარჯვებულებისთვის დაწესებული იყო ფულადი პრემიები და ფასიანი საჩუქრები.

პირველი პრემია - 700 ლარი
მეორე პრემია - 600 ლარი
მესამე პრემია - 500 ლარი
რუბრიკა „ჩემი ქუთაისი“ - 300 ლარი

გიორგი ცხელიშვილის ფოტო


ნიკო მესხის ფოტო


აჩიკო გეგენავას ფოტო

„საინტერესოა, ჟიურიში მუშაობა. ბევრი  უცნობი და ნაცნობი ფოტოგრაფის ფოტოებს მიადევნებ თვალს თუ როგორ აზროვნებენ. საერთოდ, ორი მიმართულება არსებობს.  არის შემთხვევითი ფოტოები და არის კონკრეტული აზროვნება და ერთი ხაზი. ამათგან მეორე უფრო საინტერესო როდესაც ფოტოს ეტყობა ავტორის ნაფიქრი, მისი ხაზი და ავტორობა. არჩევანსაც ამ მიმართულებით ვაკეთებდით",  - აღნიშნავს ჟიურის თავმჯდომარე, ფოტოგრაფი გურამ წუბახაშვილი.


ფოტოგრაფი საუბრობს იმ კრიტერიუმებზე, რომელიც  კარგი ფოტოს დადგენაში შეიძლება გამოადგეს დაინტერესებულ პირს.


„ზოგადად რთული სისტემაა, არსებობს კრიტერიუმები, ერთის მხრივ, არის სუბიექტური, მეორეს მხრივ, არსებობს ობიექტური საფუძველები. ერთ -ერთი პირველია ის რომ ფოტო რაიმე სისტემაში მოახვედრო და ჩასვა. არის დოკუმენტური, კონცეპტუალური, რეპორტაჟული და ა.შ. ჟანრები, შენი ამოცანა არის, რაღაცას შეადარო და რომელიმე სისტემაში აღმოაჩინო. დაადგინო რა ადგილს იკავებს და რამდენად კარგია.  თუ ამ სისტემებში ვერ ჩასვი მაშინ რთულია დასადგენად რა კრიტერიუმით ხელმძღვანელობდა ავტორი“, - ამბობს გურამ წიბახაშვილი.


თუმცა ფოტოგრაფების მხრიდან ისიც გაჟღერდა, რომ მნიშვნელოვანია თემების და ჟანრების კონკრეტულობა. ზოგადი და თავისუფალი თემა  არ ეხმარება კონკურსს გაზრდაში და კონკურსსაც ნაკლებ საინტერესოს ხდის.

კონკურსი ქუთაისის მერიის მხარდაჭერით მე-12-ჯერ გაიმართა.

Print