პოლიტიკა
"აქციები იქნება პერმამენტული" - ქუთაისში პროტესტი 15 ნოემბერს გაგრძელდება
FaceBook
პარლამენტის მიერ პროპორციული საარჩევნო სისტემის კანონპრროექტის ჩაგდება ქუთაისშიც გააპროტესტეს.

აქციის მონაწილეებმა შეკრება ცენტრალურ მოედანზე დაიწყეს, რომლებმაც შემდეგ მერიის წინ გადაინაცვლეს. 

მათი განცხადებით, ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება უნდა დასრულდეს.

"როგორც ჩანს ივანიშვილს გადაწყვეტილი აქვს საერთოდ გააუქმოს არჩევნები ქვეყანაში და მოახდინოს ხელისუფლების სრული უზურპაცია. მან ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ პროცესები გადმოსულიყი ქუჩაში და ახლა ხედავთ თქვენ ხალხის განწყობას, ყველას მინუს ივანიშვილი. ის, რაც ვერ მოხერხდა ამ დრომდე, ეს გააკეთა ივანიშვილმა და მას უკვე მთელი საზოგადოება დაუპირისპირდა. ახლა მთავარია ჩამოყალიბდეს ერთიანი სამოქმედო გეგმა და ივანიშვილს გავცეთ საკადრისი პასუხი",- განაცხადა ქუთაისის საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატმა, გიგა შუშანიამ.

"ეს აქციები იქნება პერმამენტული. ხვალისთვის შევიმუშავებთ ახალ გეგმას და ვიქნებით უფრო მეტი'"- ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე გიორგი გველესიანი.






Print