პოლიტიკა
პროტესტის 51 დღე - მოშიმშილე პატიმრის საქმეს სახალხო დამცველი სწავლობს
14:23 / 20.11.2019
ქუთაისის #2 ციხეში პატიმარი
51 დღეა პროტესტის ნიშნად შიმშილობს.
რის გამოც, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
"კრიტიკული მდგომარეობაა, უარს ამბობს სამედიცინო დახმარებაზე, იქამდე
იშიმშილებს ვიდრე შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები მისი
საქმით არ დაინტერესდებიან", - განმარტავს პატიმრის ადვოკატი ილია
ჯანელიძე.
მოშიმშილე პატიმრის საქმით სახალხო დამცველის აპარატი დაინტერესდა,
სადაც ქუთაისიპოსტს განუმარტეს, რომ პატიმართან პერიოდულად შედიან და
მის საქმეს სწავლობენ.
პატიმარი 2 ოქტომბერს დააკავეს და ბრალი წარდგენილი აქვს
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით, რაც
ნარკოტიკების უკანონოდ შეძენა-შენახვას
გულისხმობს.
ამავე თემაზე:
ქუთაისის
N2 ციხეში პატიმარი 26 დღეა შიმშილობს
ქუთაისის N2 ციხეში პატიმარი 34 დღეა შიმშილობს
ქუთაისის
ციხეში მოშიმშილე პატიმრის მდგომარეობა კრიტიკულია
მასალის გამოყენების პირობები