პოლიტიკა
საიდან დაიწყო და რა არის „ჰელოუინი“
FaceBook

ვაკვირდებოდი ეს კვირეები და სოციალურ ქსელში ათასი განსხვავებული პოსტი (და ხშირ შემთხვევაში სიმართლისგან შორს მყოფი) წავიკითხე ჰელოუინის და მისი ისტორიის შესახებ.

ამ სტრიქონებში დღეს შევეცდები ერთხელ და სამუდამოდ გავერკვეთ ამერიკული დღესასწაულის ჰელოუინის ავ-კარგში. რა თქმა უნდა, დასკვნას თავად არ გავაკეთებ, - ეს კარგია თუ ცუდი, თუმცა ვეცდები, აგიხსნათ რასთან გვაქვს საქმე.

 

ყველა ერს თავისი უარყოფითი გმირები ჰყავს: დევები, უკვდავი კაშჩეი, ბაბა-იაგა, გობლინებიდა ეს ყველაფერი გადაჭდობილია წარმართულ რწმენა-წარმოდგენებთან და ყველა მიდის - ადამიანთა ბუნებრივ რეაქციასთან, - შიშთან.

 

ჩვენ ვიცით რომ შიშის მომგვრელ გარემოებებს ადამიანთა აბსოლუტური უმრავლესობა, თუ ვერ აღკვეთს, გაურბის მაინც, მაგრამ - ხომ არსებობენ ადამიანთა ჯგუფები ექსტრიმისადმი მიდრეკილებით?

 

აი, გავიხსენოთ ნიკო ლომოურის საკმაოდ ცნობილი მოთხრობა ქაჯანა“. ეს შიშით შიშის დაძლევის კლასიკური მაგალითია. თვითონ ბავშვის სახელიც კი ქაჯთან ასოცირდება.

ეს არაა რაღაც მისტიკა. ამ მოთხრობაში ჩადებულია სწორედ ის გასაღები, რასაც თვალს ვერ ვუსწორებთ და გავურბივართ, - ესაა ადამიანთა შეხება ბნელ ძალებთან, თუ როგორ ფრთხილად უთამამდებოდა ადამიანი ამ მაგიურ განყენებებს.

 

სანამ ჰელოუინზე დავფიქრდებით, რა, ჩვენს ფოლკლორს თამაშობათა მთელი ასეთი წყება არ აქვს შემონახული? - ყეენობა, ჭიაკოკონობა, ბერიკაობა და სხვა.



აი, ზუსტად ამ თამაშობათა ელემენტები გვხვდება მის ევროპულ ნაირსახეობაში, დღეს რომ ჰელოუინს“ ვუწოდებთ და ფართოდ აღინიშნება ძირითადად კათოლიკურ სამყაროში.

 

ყველა ერი თავისებურად აღნიშნავს ოქტომბერ-ნოემბრის გასაყარს. უმეტესად ამ დღესასწაულის სათავე კელტურ კულტურაში უნდა ვეძებოთ, რადგან კელტები 1 ნოემბერს სავსემთვარეობისას სამჰეინის დღესასწაულს აღნიშნავდნენ.

 

ქრისტიანობას უკვე დახვდა სახეცვლილი ფორმით ჰელოუინი“, რომელსაც ეს სახელწოდება მე-16 საუკუნეში ეწოდა. „სამჰეინი“ ძველ-ირლანდიურიდან ითარგმნება როგორც ზაფხულის დასასრული და ეტიმოლოგიურად ეს სიტყვა ეწოდა ირლანდიურ ენაში ნოემბერს.

 

ჩრდილოეთ საფრანგეთში, ბრიტანეთსა და ირლანდიაში ძველი წლის დასრულების ნიშნად კერიაზე ცეცხლს აქრობდნენ და გადიოდნენ მინდორში, სადაც დრუიდები წმიდა ცეცხლით დიდ კოცონს ანთებდნენ და ახალი წელიც იმ წუთიდანვე იწყებოდა. კოცონიდან ყველა იღებდა მუგუზალს თავის ოჯახში დასანთებად. კოცონის დანთებით კელტები ბოროტ სულებს აფრთხობდნენ.

 

"ჭიაკოკონობაც ასეთი რიტუალია არაა? იქნებ ჩვენს ტრადიციაში დაიკარგა სწორედ ის, რაც კელტებმა შემოინახეს და, მართალია, შეცვლილი სახით, მაგრამ დღემდე მოვიდა.

 

ერთ საინტერესო ფაქტს ვიტყვი ახლა: 601 წელს რომის პაპი გრიგოლ I მისიონერებს ავალებს, რომ არ ებრძოლათ წარმართულ დღესასწაულებთან, არამედ ისინი გარდაესახათ ქრისტიანულად. ასეთი გადაწყვეტილება ხელს შეუწყობდა იმ დროისათვის დაუმორჩილებელი ჩრდილოეთ ევროპის გაქრისტიანებას.

 

X-XI საუკუნეების ბერ-მონაზვნების ჩანაწერებშიც კი შემიმჩნევია სამჰეინისა და ყოველთა წმინდათა დღესასწაულთა აღრევა.

 

ჰელოუინის დღეებში სახლის ეზოები, საჯარო სივრცეები ირთვება შემზარავი ატრიბუტებით: ჯადოქრებით, ჩონჩხებით, მოჩვენებებით, ობობის ქსელით და საფლავის ქვებით. მრავალ სიმბოლოს გააჩნია მრავალსაუკუნოვანი ისტორია. ერთი ასეთი ატრიბუტთაგანია გოგრის ანუ როგორც მას უწოდებენ "ჯეკის სასანთლე".

 

ის წარმოადგენს ბოროტი გრიმასით კბილებდაკრეჭილ და თვალებანთებულ გოგრას ამოჭრილი შიგთავსით სანთლის დასადებად.

 

ითვლებოდა, რომ ყოველთა წმიდათა დღესასწაულზე ასეთი ნაყოფის დატოვება ზღურბლთან განდევნიდა იქაურობიდან ბოროტ სულებს.

 

ტერმინი trick or treat, რომელსაც ბავშვები გეუბნებიან კანფეტების მოთხოვნისას, პირველად ა...-ში გამოიყენეს. ლიტერატურულად ის შეგვიძლია მოვთარგმნოთ ხუმრობად: ოინი თუ გამასპინძლება; ტკბილეული თუ სისაძაგლე...

 

ეს მიგვანიშნებს ხუმრობით მუქარაზე, თუ მასპინძელი ბავშვებს არ გაუმასპინძლდება.

 

ვინაიდან დღესასწაული ემთხვევა მოსავლის აღებას, უმეტესად ვაშლებისას, საჰელოუინე ტკბილეული ეყრდნობა ვაშლს. სპეციალურად ამ დღისთვის ამზადებენ ვაშლის კარამელს, ვაშლის ირისებსა და ვაშლის სიროფს, ამ უკანასკნელს ზოგჯერ კაკალსაც უმატებენ.

 

ბოლოსკენ, ვიტყვი, რომ პატარებისათვის ამერიკაში ჰელოუინი ფერადი კოსტიუმების, კანფეტების, სანახაობების ახალი წელია - შიშის დასაძლევად. ბავშვი რომ თავად ფრანკენშტეინის საშინელ ფორმას ჩაიცვამს, დამარცხებული ეყოლება შიში ხომ?

აი,
Print