პოლიტიკა
ქუთაისში, ავტოქარხნის მოსახლეობა დღეს პურს უფასოდ მიიღებს
FaceBook
ქუთაისში, ავტოქარხნის დასახლებაში,  ერთ-ერთ სასურსათო მაღაზიაში მოსახლეობა დღეს პურს უფასოდ მიიღებს.
ავტოქარხნის მაჟორიტარი დეპუტატის მერაბ კვიცარიძის ინიციატივით, მსგავსი ტიპის აქცია დასახლებაში არსებულ სხვადასხვა მაღაზიაში, თვეში ერთხელ ეწყობა. 

დეპუტატის თქმით, აქცია ყველა მოქალაქეზე ვრცელდება. 

''
თვეში ერთხელ მივდივარ რომელიმე მაღაზიაში, გამყიდველისგან ვიგებ რამდენ პურს ყიდის დღეში. თუ მარკეტი პატარაა დაახლოებით 100-120 პური გამოდის, შედარებით დიდ მარკეტებში 200-300,  შემდეგ ვიხდი პურის თანხას.  გამყიდველის ნათქვამ რიცხვს ვამატებ 15-20 პურს, ხომ შეიძლება იმაზე მეტი ადამიანი შევიდეს იმ დღეს მაღაზიაში, ვიდრე გამყიდველს გამოთვლილი აქვს. აქცია ნებისმიერ მოქალაქეზე ვრცელდება, ვინც მივა იმ დღეს მაღაზიაში'',- ამბობს ავტოქარხნის მაჟორიტარი მერაბ კვიცარიძე.

მერაბ კვიცარიძის თქმით, დღევანდელი აქტიობა რიგით ოცდამერვეა და
აქციის ფარგლებში შეძენილი პური მაღაზიაში თითქმის არ რჩება.

დღევანდელი აქცია ავტოქარხანაში N14  სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ სასურსათო მაღაზიაში მიმდინარეობს.
Print