პოლიტიკა
წერეთლის უნივერსიტეტში სასწავლო პროგრამებს ბავშვთა უფლებების საკითხები ემატება
FaceBook
ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში, გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით, ბავშვთა უფლებების საკითხები საუნივერსიტეტო სილაბუსებში დაინერგება.
ამ თემაზე  გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა საქართველოში, ღასან ხალილმა სამუშაო შეხვედრა სასწავლო დაწესებულებაში გამართა, რომელსაც პედაგოგიკის დეპარტამენტისა და ბიზნესის, სამართლისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტების პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები ესწრებოდნენ. 

"UNICEF-ი მიესალმება ამ ინიციატივას, ამით უნივერსიტეტის სტუდენტები ბავშვთა უფლებების კონვენციას უფრო ღრმად გაეცნობიან, ასევე, ბავშვთა უფლებების ცოდნა ხელს შეუწყობს სტუდენტებს იყვნენ მსოფლიოს სრულყოფილი მოქალაქეები", - ამბობს ღასან ხალილი. 

ბავშვთა უფლებების თემატიკა უნივერსიტეტის  საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებსა და სილაბუსებში, სავარაუდოდ, მომავალი სასწავლო წლიდან აისახება. 








Print