პოლიტიკა
„აღა-მაჰმად-ხანის მიერ დანგრეული ტაძრები ვინ აღადგინა?!“ - მეუფე იოანე რუსეთზე
FaceBook

ქუთაის-გაენათის ეპარქიის წინამძღოლი, მეუფე იოანე „ქუთაისიპოსტთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში ამბობს, რომ რუსეთს საქართველოს მიმართ დამსახურებები აქვს.


მისი თქმით, აღა-მაჰმად-ხანის მიერ დანგრეული საქართველო რუსებმა აღადგინეს.

"როდესაც რუსეთის იმპერიამ შემოიერთა საქართველო,  რა დღეში იყო ჩვენი ტაძარები იცით?... ისევ რუსებმა აღადგინეს. აღმშენებლობა მიმდინარეობდა. თბილისში, რუსთაველზე, პლეხანოვზე და თავისუფლების მოედანზე რომ გაისეირნებ, ეს შენობები როდის არის აშენებული? ვისი სახსრებით მოხდა? გაპარტახებული საქართველოს სახსრებით, თუ ისევ რუსეთის ბიუჯეტიდან" - ამბობს მეუფე იოანე.




ქუთაის-გაენათის ეპარქიის მღვდელმთავართან, მეუფე იოანესთან ვრცელი ინტერვიუ, სადაც ის საუბრობს საპატრიარქოში  ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებზე,  გიორგი მამალაძის შეწყალებაზე, სასულიერო პირებში შესაძლო მამათმავლობასა და საქართველოსადმი რუსეთის დამოკიდებულებაზე, ნახეთ სამშაბათს, 12 ნოემბერს, 14 საათზე, საინფორმაციო საგენტო ქუთაისიპოსტზე (kutaisipost.ge)


 

Print