პოლიტიკა
სახელფასო მინიმუმით საქართველო ევროპაში ბოლო ადგილზეა
FaceBook
სახელფასო მინიმუმით საქართველო ევროპაში ბოლო ადგილზეა, ხოლო მსოფლიოში ბოლოდან მეორეზე. სახელფასო მინიმუმი საქართველოში 1999 წლის შემდეგ არ შეცვლილა, დადგენილი თანხა კი 20 ლარს შეადგენდა.

არსებული სახელფასო მინიმუმის გაზრდას ითხოვს პროფკავშირების გაერთიანება, მათი თქმით, საქართველოში უნდა დაწესდეს 320 ლარიანი მინიმალური ხელფასი.

პროფკავშირების გაერთიანებამ პარლამენტში საკანონდებლო ინიციატივით, სახელფასო მინიმუმის გაზრდის მოთხოვნით  უკვე შევიდა.

საკანონმდებლო ორგანოში კანონპროექტის რეგისტრაციის შემდეგ პროფესიული კავშირი პარლამენტს 30 000 ხელმოწერას წარუდგენს.

პროფკავშირების სტატისტიკით, საქართველოში 23 ათასზე მეტ ადამიანს თვეში ხელფასი მხოლოდ 100 ლარი აქვს, 63 ათასს კი – 200 ლარზე ნაკლები


საქართველო მინიმალური ხელფასის ოდენობით, ისეთ ქვეყნებს უსწრებს, როგორიცაა ნორვეგია, სომხეთი და უზბეკეთი.

წყარო: commersant.ge
Print