პოლიტიკა
სოფელ მაღლაკის მოსახლეობა დახმარებას ითხოვს
FaceBook
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ მაღლაკში,  ე.წ სვანების დასახლებაში ადგილობრივები მოუწესრიგებელ გზის საფარას აპროტესტებენ. 
მოსახლეობის თქმით, ხუთი წელია გზის პრობლემა აქვთ, თუმცა, ხელისუფლება ყურადღებას არ აქცევთ.

"უგზოობის გამო ჩვენს დასახლებაში ტრანსპორტიც არ მოდის. ხუთი წლის განმავლობაში დავდივართ გამგებელთან და დაპირების გარდა,  რეაგირება არ ჰქონია. დღეს გაიგო აქცია რომ გვექნებო, მოვიდა, დაგვხედა და წავიდა," - აცხადებს სოფელ მაღლაკში მცოვრება ინგა შეღათა.

სოფელ მაღლაკში, ე.წ სვანების დასახლებაში არსებული გზის მოსაწყობად  ტენდერი სამჯერ გამოცხადდა. 

"დღეს შეხვდნენ მოსახლეობას მერის მოადგილე ალექსანდრე დადუნაშვილი და მერიის შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები. გზაზე მეოთხედ გვაქვს ტენდერი გამოცხადებული, გაივლის ექპერტიზას და ამის შემდგეგ დაიწყება გზის გაკეთება”-, აცხადებენ წყალტუბოს მერიაში.

მაღლაკში, სვანების დასახლებაში არსებული გზის სიგრძე ორ კილომეტრსა და 260 მეტრს მოიცავს,  გარდა ამისა, ბინებთან მისასვლელი 250 მეტრი სიგრძის გზაც სარეკონსტრუქციოა.
Print