პოლიტიკა
ზარალის დათვლა გრძელდება - ქუთაისში 125-მდე ოჯახი დახმარებას საჭიროებს
FaceBook
ქუთაისში, 28 სექტემბრის სტიქიამ, წინასწარი ინფორმაციით, 125-მდე ოჯახი დააზარალა.
მერიაში აცხადებენ, რომ სპეციალური კომისია სტიქიით მიყენებული ზარალის დათვლას ამ დრომდე აგრძელდებს.  მერიის საბინაო ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის უფროსის, ჯონი არაბიძის  განმარტებით, სტიქიის შედეგად განსაკუთრებით დაზიანებულია ინფრასტრუქტურა, ასევე, ზარალი მიადგა მოსახლეობას. 

,,ზარალს ორი მიმართულებით ავღწერთ, ერთია ინფრასტრუქტურა, მეორე - მოსახლეობისადმი მიყენებული ზარალი. ამის შემდეგ განვიხილავთ, ვის რა დახმარება გაეწევა, ყოველივე ამას ორშაბათს დავითვლით სააბოლოოდ''-, ამბობს მერიის საბინაო ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის უფროსი ჯონი არაბიძე. 

28 სექტემბერს ქუთაისში ძლიერი წვიმის შედეგად ქალაქის ქუჩები დაიტბორა. მათ შორის ახლადრეაბილიტირებული რუსთაველის გამზირის, სადაც  სანიაღვრე სისტემამ წყლის ძლიერი ნაკადი ვერ გაატარა. სტიქიის შედეგად ყველაზე მეტად დაზარალდა გორას დასახლება, სადაც  ადგილობრივებს საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები დაეტბორათ, დაიხოცა შინაური ფრინველები. დაიბზარა  ორი ოჯახის საცხოვრებელი სახლის კედლები.

ძლიერი წვიმის შედეგად მოვარდნილმა წყალმა დატბორა სამი საავადმყოფო. წყალმა დაფარა სარდაფებისა და კერძო ობიექტების პირველი სართულები.


28 სექტემბერს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში ქუთაისიდან 300-მდე ზარი შევიდა. პარალელურ რეჟიმში ცხელი ხაზი  მოქმედებდა ქუთაისის მერიაში.


ამავე თემაზე:

დატბორილი გზები და წყალში "მოცურავე" ავტომანქანები ქუთაისში (ვიდეო)

ძლიერი წვიმის გამო ერთმანეთს ორი ავტომანქანა შეეჯახა

დატბორილი გზები და წყალში "მოცურავე" ავტომანქანები ქუთაისში (ვიდეო)

Print