პოლიტიკა
აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის ყოფილი მრჩეველი იმერეთის გუბერნატორის თანაშემწედ ინიშნება
FaceBook
ჟურნალისტი რაულ ქირია იმერეთის გუბერნატორის მრჩევლად ინიშნება.
აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის ყოფილი მრჩეველი, ჟურნალისტი რაულ ქირია იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულის მრჩევლად ინიშნება.

იმერეთის გურბერნიაში ადასტურებენ, რომ რაულ ქირია იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ზვიად შალამბერიძის თანაშემწის პოსტს დაიკავებს.

"ვადასტურებ, რომ იმერეთის სამხარეო ადმინისდტრაციაში  ვიწყებ მუშაობს, ამის შეთავაზება თავად გუბერნატორისგან მივიღე, მაგრამ კონკრეტულად რა პოზიციაზე ეგ ჯერ არ არის გარკვეული, ხელი დღის ბოლოს უნდა მოეწეროს განცხადებას", - ამბობს რაულ ქირია. 


რაულ ქირია 2007 წლიდან 2013 წლამდე ჯერ აფხაზეთის მთავრობის პიარსამსახურის ხელმძღვანელობდა,

შემდეგ კი მთავრობის თავმჯდომარის მრჩეველი იყო. ამ დრომდე კი ის ახალი ამბების სააგენტო Front News International-ის ხელმძღვანელობდა.



Print
თეგები: #რაულ ქირია