ახალი ამბები
"ვენაცვალე გახარიას "- დაპირისპირება სამტრედიის საკრებულოს სხდომაზე (ვიდეო)
FaceBook
სამტრედიის საკრებულოს სხდომაზე, სოფელ მელაურის რწმუნებულის, სოფიკო კიკაჩეიშვილის გადაყენების მოთხოვნას ხმაური მოჰყვა. სოფლის რწმუნებულის თანამდებობრივი პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება ოპოზიციონერმა დეპუტატებმა მოითხოვეს.

დაკავებული პოსტიდან მის გათავისუფლებას დეპუტატები იმის გამო ითხოვდნენ, რომ სოფიკო კიკაჩეიშვილმა რუსთაველის გამზირზე შეკრებილების მიმართ შეურაცხმყოფელი ფეისბუქ კომენტერები დაწერა. მასალა ნახეთ აქ.


"ყველა ერთუჯრედიანი და უპატრონო დგას რუსთაველზე" - სამტრედიის სოფლის რწმუნებული (აუდიო)



ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის " თავმჯდომარის   მოადგილის, მამუკა ბიბილეიშვილის თქმით, საჯარო მოხელე, რომელიც სიძულვილის ენის შემცველი ტექსტებით საუბრობს, თანამდებობაზე არ უნდა იყოს. სხდომაზე მივიდა თავად სოფიკო კიკაჩეიშვილი, რომელმაც ოპოზიციას სისხლიანი რეჟიმი უწოდა.

მან ისევ გაიმეორა, რომ რუსეთი კარგია და  მისი შვილი რუსთაველის გამზირზე მიმდინარე პერმანენტულ აქციებზე წასვლას ვერ გაუბედავს.

"ვენაცვალე გახარიას. ყველა, ვინც იქ დგას ცისფერი, ლესბოსელი, პიდარასტი და ნაციონალია. დიახ, რუსეთი კარგია და სულ გავიმეორებ ამას", - განაცხადა სოფიკო კიკაჩეიშვილმა.



სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ მელაურის სოფლის რწმუნებულმა სოფიკო  კიკაჩეიშვილმა  რუსთაველზე აქციაზე შეკრებილების მიმართ ფეისბუქში შეურაცხმყოფელ პოსტს გამოაქვეყნა.

"ყველა ერთუჯრედიანია და უპატრონო დგას რუსთაველის გამზირზე";  "ნეტა რუსეთთან აღდგებოდეს კარგი ურთიერთობა", - წერს სოფლის რწმუნებული.

სამტრედიის  მერი ვალერი ფოცხვერია კი ირწმუნება, რომ მას  არ აქვს კიკაჩეიშვილის პოსტები ნანახი. თუმცა, ამბობს, რომ სოფიკო კიკაჩეიშვილი სოფლის კარგი რწმუნებულია. 


ამავე თემაზე:


"ყველა ერთუჯრედიანი და უპატრონო დგას რუსთაველზე" - სამტრედიის სოფლის რწმუნებული (აუდიო)
"სამსახურეობრივად, ყველაფერს ისე ასრულებს როგორც საჭიროა" – სამტრედიის მერი სოფლის რწმუნებულზე

Print