ახალი ამბები
ნანა კოსტავას საკითხზე ქუთაისის საკრებულოში შეხვედრა გაიმართება
FaceBook
დღეს, 4 ივნისს,  საკრებულოს  უმრავლეოსების წევრის ნანა კოსტავას საკითხზე სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებსა და დეპუტატებს შორის შეხვედრა გაიმართება.
საკრებულოს პრესსამსახურში განმარტავენ, რომ  შეხვედრას საკრებულოს თავმჯდომარე, ნიკა ლატარია გაუძღვება. 

"გვაქვს კითხვები, სურვილები და მათ შორის, მოთხოვნები", - ამბობს  სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლი გვანცა თოთაძე. 


ნანა კოსტავამ მას შემდეგ, რაც მის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტს საზოგადოების მწვავე რეაქცია მოყვა, განაცხადა, რომ დეპუტატის მანდატს დატოვებდა. კოსტავას უფლებამოსილების შეჩერების თხოვნით საკრებულოსთვის წერილობით 3 ივნისს უნდა მიემართა, თუმცა, იგი არც სამსახურში გამოჩენილა და არც სატელეფონო ზარებს პასუხობს.

ტელეკომპანია "იმედს" კი განუცხადა, რომ ამომრჩევლების თხოვნით საკრებულოს დატოვება გადაიფიქრა. გუშინვე საკრებულოს თავმჯდომარემ, ნიკა ლატარიამ განაცხადა, რომ თუ კოსტავა საკრებულოს არ დატოვებს, ის თავად გავა ფრაქცია "ქართული ოცნება -კოსერვატორებიდან", რომლის წევრიც ნანა კოსტავასთან ერთად არის. ქუთაისის საკრებულოს უმრავლესობის დეპუტატმა, ნანა კოსტავამ ჟურნალისტ სალომე ბარკერს, რომლის 16 წლის დაც რამდენიმე დღის წინ ლაგოდეხში, მდინარეში დაიხრჩო, პოსტი მიუძღვნა.

დეპუტატმა ფეისბუკის გვერდზე სალომე ბარკერის ვიდეო გამაოქვეყნა, სადაც ჟურნალისტი თითზე გაკეთებული პრეზერვატივით ჯვარს გამოსახავს. გაზიარებულ ვიდეოს დეპუტატმა მიაწერა: „კაი დღეში ხარ ახლა, იცინე“.
Print