ახალი ამბები
ქუთაისის აეროპორტში ტერმინალის გაფართოება მიმდინარეობს
FaceBook

ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტში ტერმინალის გაფართოების სამუშაობი მიმდინარეობს.

ადგილზე აქტიურად მუშაობს მძიმე ტექნიკა. აეროპორტების გაერთიაენებაში აცხადებენ, რომ ტერმინალის გაფართოების სამუშაობი სავარაუდოდ, 2018 წელს დასრულდება.

ქუთაისში ტერმინალის გაფართოების სამუშაოებს შპს "ანაგი" ახორციელებს. კომპანია სამუშაობის შესრულებისთვის 22 393 193 ლარ მიიღებს.

შპს "ანაგსა" და საქართველოს აეროპორტების გაერთიანებას შორის ხელშეკრულება სამშენებლო სამუშაოების განხორციელებაზე 2017 წლის 31 აგვისტოს ტენდერის საფუძველზე გაფორმდა.

შპს "ანაგმა" ქუთაისის აეროპროტის ტერმინალის გაფართოების სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 140 კალენდრულ დღეში უნდა შეასრულოს.

ტერმინალის მშენებლობისთვის 26 423 967 ლარის ღირებულების ტენდერი (170008659 ) "საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ" 26 ივლისს გამოაცხადა.

ქუთაისის აეროპორტთან, ასევე დაგეგმილია სარკინიგზო სადგულის მშენებლობაც. საქართველოს რკინიგზაში აცხადებენ, რომ სარკინიგზო ლიანდაგის და სადგურის მშენებლობა რამდენიმე დღეში დაიწყება.

 

Print