ახალი ამბები
საქართველოს "დავიდ ყიფიანის" თასის ნახევარფინალი ქუთაისსა და მარტვილში გაიმართება
FaceBook
1 ნოემბერს ორი ნახევარფინალური მატჩი გაიმართება. "დავიდ ყიფიანის" სახელობის თასის ფინალის საგზურისთვის სამი იმერული კლუბი იბრძოლებს. მარტვილის "მურთაზ ხურცილავას" სახელობის სტადიონზე ხონის "იმერეთი" საჩხერის "ჩიხურას" დაუპირისპირდება. მატჩი 14:00 საათზე დაიწყება. ამ სტადიონზე საჩხერლებმა შარშანაც ითამაშეს თასის ნახევარფინალში, მაშინ "ჩიხურა" მარტვილის "მერანთან" ანგარიშით 3:0 დამარცხდა.

მეორე მატჩი ქუთაისის "რამაზ შენგელიას" სახელობის სტადიონზე გაიმართება. ქუთაისის "ტორპედო" თბილისის "დინამოს" უმასპინძლებს. მატჩი 19:00 საათზე დაიწყება. ეს გუნდები ერთმანეთს ნახევარფინალში შარშანაც შეხვდნენ, მატჩი "დინამო არენაზე" გაიმართა და "ტორპედოს" გამარჯვებით 3:2 დასრულდა.


ბაქარ ლიკლიკაძე
Print