ახალი ამბები
"ქუთაისიპოსტის" ვიდეოსიუჟეტი კონკურსის გამარჯვებული გახდა
FaceBook

"ქუთაისიპოსტის" ვიდეოსიუჟეტი ახალგაზრდული ორგანიზაცია "იმპულსი 91" მიერ გამოცხადებული ნაშრომების კონკურსის გამარჯვებული გახდა.


ახალგაზრდულმა ორგანიზაციამ ენერგოეფექტურობის ირგვლივ დისკუსიის გაძლიერების მიზნით, ნაშრომების კონკურსი სახელწოდებით "ენერგომეგობრობა" მიმდინარე წლის ოქტომბერში გამოაცხადა.

ორგანიზაცია ენერგოეფექტურობის სფეროში გამოცდილების გაცვლისა და საუკეთესო პრაქტიკის შესახებ საზოგადოების ინფორმირების გზით, ცდილობს ხელი შეუწყოს ენერგოეფექტურობის დანერგვის პროცესებში საზოგადოების ჩართვას.

კონკურსში სულ 10 ნაშრომი იყო წარმოდგენილი, საიდანაც 6 გამარჯვებული გამოვლინდა. მათ საჩუქრად  150 ლარის  ფულადი ჯილდოები გადაეცათ.
კონკურსიის ერთ-ერთი გამარჯვებული "ქუთაისიპოსტის" ჟურნალისტის ბაია მიქაბერიძის მიერ მომზადებული ვიდეოსიუჟეტი "სტუდენტები ენერგოეფექტური ქუთაისისთვის" - გახდა.

 

Print