ახალი ამბები
სიმონეთის სამხედრო პოლიგონზე ჯარისკაცი დაშავდა
FaceBook
სიმონეთის სამხედრო პოლიგონზე წვრთნების დროს, ჯარისკაცი ვალერი ჭანტურია დაშავდა. შემთხვევა 26 ოქტომბერს მოხდა.
33 წლის ჭანტურიას მარცხენა ხელის მტევანი დაუზიანდა, რის გამოც, ხელის ამპუტაცია გახდა საჭირო.  ჯარისკაცი ქუთაისში, რეფერალურ ჰოსპიტალში გადის მკურნალობას, ექიმის ინფორმაციით, ვალერი ჭანტურიას ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

დაშავებულის დედა ჩვენთან საუბარში განმარტავს, რომ მას დაზუსტებით არ ეუბნებიან  თუ რა მოხდა ჯარში.

"ავღანეთში რომ ყოფილიყო ან ცხინვალში ხმას არ ამოვიღებდი. აგერ, უბრალო ადგილზე მიკლავდნენ შვილს და რა მოხდა ეს ვერ გავიგე",  -აცხადებს სამხედროს დედა თინათინ ჭანტურიძე.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით კი,  მომხდარზე გამოძიება სამხედრო პოლიციამ დაიწყო. მათივე ინფორმაციით, ვალერი ჭანტურია სამიზნე სროლებს ახორციელებდა და უეცარი სროლის შედეგად მარცხენა ხელის მტევანი დაიზიანა. დანიშნულია ექსპერტიზა. გამოძიება კი 124-ე მხულით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის გაუფრთხილებლობით დაზიანებას გულისმხობს.

ჭანტურია 12 წელია სამხედრო მოსამსახურეა. ის სხვადასხვა დროს  ერაყისა და ავღანეთის სამხედრო მისიებში იმყოფებოდა.
Print