ახალი ამბები
ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ხმების ხელახალ გადათვლაზე შეტანილი სარჩელი არ დააკმაყოფილა
FaceBook
ქუთაისის საქალაქო სასამართლომ, "თავისუფალი - საქართველო - თავისუფალი დემოკრატების" მიერ ხმების ხელახალი გადათვლის მოთხოვნით  შეტანილი სარჩელი არ დააკმაყოფილა.
"პროცესი დამთავრდა ისე, როგორც უნდოდა ხმების ქურდს ბიძინა ივანიშვილს. არ გაითვალისწინეს არაფერი. კაი ბიჭი ხარო, მაგრამ მაინც არაო. ხალხი მაშინ გამივა ქუჩაში, როცა ძალიან გაუჭირდებათ, ვიდრე  ხალხი სახლში ზის დენსაც მოუმატებენ, წყალსაც და რომ აღმოჩნდებიან პირისპირ მთავრობასთან, გამოვლენ, ალბათ, ქუჩაში", -  ამბობს გოგი წულაია.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები მიმდინარე წლის 21 ოქტომბერს ჩატარდა. ქალაქში სულ 124 სარჩევნო უბანი იყო გასნილი, სადაც 152 561 ამომრჩეველი იყო რეგისტრირებული. ცესკოს მონაცემებით, გოგი წულაიამ ხმების 7, 6 პროცენტი მიიღო. პირველ ადგილზე მმართველი გუნდის მერობის კანდიდატი გიორგი ჭიღვარია გავიდა, რომელსაც 48.66 პროცენტი ერგო, ხოლო მეორე ადგიზლე ხოლო "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ 27.04% მიიღო. იმის გამო, ვერცეთმა კანდიდატმა ზღვარი ვე გადალახა ქუთაისში არჩევნების მეორე ტური გაიმართება, რომელიც 15 ნოემბრამდე უნდა ჩატარდეს.


Print