ახალი ამბები
თოვლი და ინტენსიური წვიმა - სინოპტიკოსების პროგნოზით დასავლეთ საქართველოში ამინდი გაუარესდება
FaceBook

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურა დაიკლებს და ნალექი წვიმის სახლით არის მოსალოდნელი.

სინოპტიკოსების ინფორმაციით, ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოში განსაკუთრებით 31 ოქტომბერს დაეცემა. 

"მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის დაცემა,ინტენსიური წვიმა, მაღალ მთაში ველოდებით თოვლს. ცივი ამინდები შენარჩუნდება 1 ნოემბერსაც", – განმარტავენ გარემოს ეროვნულ სააგენტოში.

სინოპტიკოსების ვარაუდით, დასავლეთ საქართველოში 2 ნოემბერს გამოიდარებს და უნალექო ამინდები 5 ნოემბრის ჩათვლით შენარჩუნდება.

 

Print