ახალი ამბები
ავტოავარია ქუთაისში - დაშავებულია 14 წლის გოგონა
FaceBook
ქუთაისში, ილია ჭავჭავაძის გამზირზე მიკროავტუბუსი 13 წლის გოგონას დაეჯახა.

სასწრაფო დახმარების პრესსამსახურში განგვიმარტეს მოზარდს მსუბუქი დაზიანებები აქვს მიღებული.

"13:45-ზე შემოვიდა შეტყობინება ზარი, 13:55-ზე ადგილზე იმყოფებოდა ეკიპაჟი.  14 წლის გოგონას თავის არეში დაზიანება აღენიშნებოდა", - ამბობენ პრესსსამსახურში. 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განმარტავენ, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით აღიძრა, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლოატაციის წესის დარღვევას გულისხმობს იმ პირის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება.
Print