ახალი ამბები
"ყველანაირად დამბლოკენ" - ქუთაისში ხმების ხელახლა გადათვლას ითხოვენ
FaceBook
ქუთაისში, ხმების ხელახალი გადათვლის მოთხოვნით  საქალაქო სასამართლოსთან პარტია "თავისუფალი - საქართველო - თავისუფალი დემოკრატებმა" აქცია გამართეს.

უწყებაში ქუთაისის საქალაქო სასამართლოში სარჩელიც შეიტანეს. "თავისუფალი - საქართველო - თავისუფალი დემოკრატების" ქუთაისის მერობის კანდიდატის, გოგი წულიას განცხადებით,  საარჩევნო უბნებში დარღვევები მოხდა, რის გამოც ხმების გადათვლა უნდა მოხდეს. 

"მოგების დიდი იმედი ნამდვილად არ მაქვს, რადგან ეს არის მურუსიძის სახელობის ქუთაისის სასამართლო, მაგრამ ჩვენ ყველა ინსტანციას მაინც ამოვწურავთ და ხმებს ბოლომდე დავიცავთ. ყველგან გვაქვს ხმები წართმეული და ხელისუფლებამ ყველაფერს ეცადა, რომ არ გავსულიყავით მესამე ადგილზე  და ამ ადგილზე "ევროპული საქართველო"  გასულიყო. მეყოველნაირად დამბლოკენ", -  განაცხადა  გოგი წულაიამ.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები  მიმდინარე წლის 21 ოქტომბერს ჩატარდა. ქალაქში სულ 124 სარჩევნო უბანი იყო გასნილი, სადაც  152 561 ამომრჩეველი იყო რეგისტრირებული.  ცესკოს  მონაცემებით,  გოგი წულაიამ ხმების  7, 6 პროცენტი მიიღო. პირველ ადგილზე მმართველი გუნდის მერობის კანდიდატი გიორგი ჭიღვარია გავიდა, რომელსაც 48.66 პროცენტი ერგო, ხოლო მეორე ადგიზლე  ხოლო "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ 27.04% მიიღო. იმის გამო, ვერცეთმა კანდიდატმა ზღვარი ვე გადალახა ქუთაისში  არჩევნების მეორე ტური გაიმართება, რომელიც  15 ნოემბრამდე უნდა ჩატარდეს.

Print