ახალი ამბები
ფოტოკონკურს „ილოს“ გამარჯვებულები 14 ნოემბერს გამოვლინდებიან
FaceBook
ყოველწლიური ფოტოკონკურს "ილოს" გამარჯვებულები მიმდინარე წლის 14 ნოემბერს გამოვლინდებიან, დაჯილდოების ცერემონიალი კი ამ დღესვე, TBC გალერეაში შედგება.
კონკურსანტებს საკუთარი ნამუშევრების წარდგენა 4 ნოემბრამდე შუძლიათ, რის შემდეგაც,  ჟიური კონკურსის წესით საუკეთესო ფოტოებს შეარჩევს.

ფოტოკონკურსის ძირითადი თემა თავისუფალია, პრემია "პუბლიკის სიმპატია" კი იმ კონკურსანტს გადაეცმა, რომლის ფოტოებზე ასახული იქნება ავტორის თვალით დანახული ქუთაისი.

კონკურსში 4 გამარჯვებული დასახელდება, რომლებსაც ფულადი და სიმბოლური პრიზები გადაეცემათ.

პირველი პრემიის რაოდენობა 800 ლარია, მეორე პრემიის - 600 ლარი, მესამე პრემიის - 500 ლარი, ხოლო "პუბლიკის სიმპატია" 100 ლარს მიიღებს.

გამარჯვებულებს ფულად პრემიებთან ერთად, ფოტოგრაფ ილოს და ფოტოაპარატის გამოსახულებიანი მინი-ქანდაკებები გადაეცემა.

კონკურსში გამარჯვებული 50 ფოტო კი დაჯილდოვების ცერემონიალზე გამოიფინება.

ფოტოკონკურსი "ილო" 2007 წლიდან ტარდება და ის ქუთაისელი ფოტოგრაფის, ილია ხახიაშვილის სახელს ატარებს.

კონკურსის მიზანია ნიჭიერი ფოტოგრაფების გამოვლენა და ქალაქის ფოტომატიანეს შექმნა.

ფოტოკონკურსის ორგანიზებისთვის ქუთაისის მერიამ 2 400 ლარიანი ტენდერი უკვე გამოაცხადა. (SPA170013540)

Print