ახალი ამბები
"აღარ შეკეთდება" - "ქალაქსერვისი" ქუთაისის მერიის წინ მდებარე შადრევანზე
FaceBook
ქუთაისის მერიის ადმინისტრაციული შენობის წინ არსებული სოკო შადრევანი შეკეთებას არ ექვემდებარება. შპს "ქალაქსერვისი" ახალი შადრევანის დამონტაჟებისთვის მერიას ტენდერის გამოცხადებას ურჩევს.

"ერთხელ უკვე შევაკეთეთ. ამჯერად, ისეა გამოსული მწყობრიდან, აღარ შეკეთდება," - აცხადებს ჩვენთან საუბარში ქუთაისის  მერიის დაქვემდებარებაში მყოფი შპს "ქალაქსერვისის" ხელმძღვანელი, გურამ გიორგაძე.

გარდა ამისა, ის აღნიშნავს, რომ კომპანია ქალაქში მწვანე საფარისა და შადრევნების მოვლა-პატრონობაზეა პასუხისმგებელი და არა ახლის მოწყობაზე.

ქუთაისის მერიის ადმინისტრაციული შენობის წინ სოკო შადრევანი მიმდინარე წლის 6 ოქტომბერს დილის საათებში დააზიანეს. თვითმხილველების თქმით, ის მოზარდებმა გააფუჭეს.

თვითმმართველობის ადმინისტრაციული შენობის წინ იგივე შადრევანი გასულ წელსაც დააზიანეს.



Print