ახალი ამბები
ტყიბულის შახტაში გარდაცვლილის ოჯახი დახმარებას ითხოვს
FaceBook
ტყიბულის შახტაში გარდაცვლილი დავით ფორჩხიძის ოჯახის წევრებს დეტალური ინფორმაცია არ აქვთ, რა მოხდა  27 ოქტომბერს. მათი თქმით, ის ცხრა წლის განმავლობაში მუშაობდა ადგილზე და წამყვანი სპეციალისტი იყო.
ოჯახის წევრები  უსაფრთხოების ნომრმების შესაძლო დარღვევაზე საუბრობენ და  განმარტავენ, რომ ადგილზე ტექნიკა მწყობრიდან არის გამოსული, შესაბამისად, მათივე თქმით, დაზღვეული არავინ არის.

ისინი დახმარებას ითხოვენ, რადგან გარდაცვლილს სამი შვილი დარჩა და ის ოჯახის ძირითადი მარჩენალი იყო. ოჯახს უკვე შეხვდნენ ადმინისტრაციის წარმადგენლები.

ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტაში 27 ოქტომბერს  უბედური შემთხვევა მოხდა. ადგილობრივების თქმით, დავით ფორჩხიძე ნახშირის მოპოვებით სამუშაოებზე მუაობდა, რა დროსაც სამთო მასის ერთი ნაწილი ჩამოიშალა და მასში მოჰყვა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მომხდართან დაკავშირებით, გამოძიება 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას ითვალისწინებს.


ამავე თემაზე:

ტყიბულის შახტაში ერთი ადამიანი დაიღუპა

Print