ახალი ამბები
ყოველდღე ათობით საავარიო სიტუაცია იქმნება - ქუთაისში გზის შეკეთებას ითხოვენ (ვიდეო)
FaceBook
ქუთაისში, ჭავჭავაძის ქუჩა N 56 - თან ჩავარდნილი გზის სავალი ნაწილის სასწრაფო შეკეთებას ითხოვენ.

ადგილობრივები ამბობენ, რომ დაზიანებული ცენტრალური საავტომობილო გზის მონაკვეთი საავარიო შემთხვევებს ქმნის, რის გამოც, მათი თქმით, გზის დროული მოწესრიგებაა აუცილებელი.

"ყოველ დღე ათობით საავარიო შემთხვევევა იქმნება, წინ მიმავალი მანქანა რომ ამუხრუჭებს, მეორე ვეღარ ასწრებს დამუხრუჭებას და დღეს ორი მანქანა კი დაეჯახა ერთმანეთს," - ამბობს ქუთაისში მცხოვრები გურამ ქათამაძე.





"ამ  ორმოს კი აურა გვედრი  მძღოლმა,  მაგრამ მე კინაღამ გამიტანა,  საავარიო სიტუაციბი იქმნება და რაც შეიძლება სასწაფოდ უნდა გაკეთდეს ეს გზა," - ამბობს ქუთაისში მცხოვრები დათო კვერნაძე.

ქუთაისში ჭავჭავაძის ცენტრალური გზა საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს ეკუთვნის. შეაკეთებენ თუ არა გზის სავალ ნაწილს უწყებიდან პასუხის მიღებისთანავე მოგაწვდით.





Print