ახალი ამბები
ტყიბულის შახტაში ერთი ადამიანი დაიღუპა
FaceBook
ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტაში უბედური შემთხვევა მოხდა.დაღუპულია ერთი ადამიანი. შემთხვევა  დღეს მოხდა, ადგილობრივების თქმით,  დავით ფორჩხიძე  ნახშირის მოპებით სამუშაოებზე მუაობდა რა დროსაც ერთი ნაწილი ჩამოიშალა  და მოჰყვა.   

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მომხდართან დაკავშირებით, გამოძიება 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას ითვალისწინებს. 


კომპანია "საქნახშირი ჯი-აი-ჯი ჯგუფი" ტყიბულის მინდელის სახელობის შახტაში მომხდარ უბედურ შემთხვევასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
კომპანია მწუხარებას გამოთქვამს მომხდართან დაკავშირებით და დაღუპულის ოჯახს სამძიმარს უცხადებს.

"ტყიბულის მინდელის სახელობის შახტაში, 270-ე ჰორიზონტზე, მიწისქვეშა სამუშოების წარმოების დროს ( გამკვეთისა და შტრეკის შეუღლების გამაგრებითი სამუშობის შესრულებისას ), რაც ნახშირის მოპოვებით სამუშაოების უძღვის წინ, ჩამოიშალა სამთო მასა. გარდაცვლილია მე-6 უბნის გამყვანი დავით ფორჩხიძე.

მეშახტე ქუთაისის პროზექტურაში გადაასვენეს. კომპანია მწუხარებას გამოთქვამს მომხდართან დაკავშირებით. ვუთანაგრძნობთ ოჯახს, მეგობრებსა და ჩვენი კომპანიის თითოეულ წევრს",- ნათქვამია განცხადებაში.

Print