ახალი ამბები
გარემოს დაცვის სამინისტრომ ცხრაჯვართან ტყის გაჩეხვის ფაქტის შესწავლა დაიწყო
FaceBook
გარემოს დაცვის სამინისტროს ცხრაჯვართან (ტყიბულის მინუციპალიტეტი) არსებულ ტყეში უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყის აღრიცხვა და საკითხის შესწავლა დაიწყო.

"შემოსული შეტყობინების საფუძველზე, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამსახურის თანამშრომლების მიერ გამოვლენილი იქნა სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს ნიკორწმინდის რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთის სატყეო სამსახურის ნიკორწმინდის სატყეოში ხე-ტყის უკანონოდ მოპოვების ფაქტი. ამჟამად მიმდინარეობს უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყის აღრიცხვა და საკითხის შესწავლა, რის შედეგადაც გატარებული იქნება შესაბამისი რეაგირება," - აცხადებენ გარემოს დაცვის სამინისტროში.
ცრაჯვართან გაჩეხილი ტყის ამსახველი ფოტომასალა დღეს მთასვლელთა და მოგზაურთა კლუბმა "თეთნილდი"  დღეს გაავრცელა.  ინფორმაცია საინფორმაციო სააგენტო "ქუთაისიპოსტზე" გამოქვეყნდა. კლუბის წევრები აცხადებენ, რომ ცხრაჯვარზე ყოველი ასვლის შემდეგ ხვდებათ ახალი გაკაფული ტყის ზოლი.
Print